Belive

გავის გამორჩეული მომენტები მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გავი "ბარსელონასთან" ერთად "ბაიერნის" წინააღმდეგ დამარცხდა, თუმცა, ახალგაზრდა ფეხბურთელი მოედანზე ნამდვილად გამორჩეული იყო.

კატალონიელები გერმანიის ჩემპიონების წინაღმდეგ ცუდად არ გამოიყურებოდნენ, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ მატჩი მათ სასარგებლოდ დასრულებულიყო.

18 წლის გავიმ "ალიანს არენაზე" თვალისმომჭრელად ითამაშა. რომ არა ჯამალ მუსიალა, ალბათ სწორედ ესპანელი ნახეარმცველი გახდებოდა მატჩის სუკეთესო მოთამაშე.

წლების განმავლობაში "ლა მასიას" აკადემიას უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი აღუზრდია და როგორც ჩანს, გავიც ერთ-ერთი მათგანია. მისი ბურთთან შეხება, მჭიდრო ზეწოლის ქვეშ დამაჯერებლად თამაში, არაფრისგან სახიფათო გადაცემის შექმნა და კიდევ ბევრი ასპექტი, "ბარსელონას" ესპანელ ლეგენდას ანდრეს ინიესტას მოგვაგონებს.

მისი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა და მან გუშინ დაამტკიცა, რომ საუკეთესოთა შორის ყოფნა შეუძლია. "ბარსას" ესმის ახალგაზრდა ფეხბურთელის მნიშვნელობა, მის ნიჭსაც აფასებენ და იმისათვის, რომ არ დაკარგონ, სრულიად ლოგიკურად, მის გამოსასყიდ თანხად 1 მილიარდი ევრო დააწესეს.

სხვა სტატიები