Belive

გავი პსჟ-ში გადასვლაზე: "ეს არ მოხდება, ბარსელონაში თამაში კარიერის ბოლომდე მსურს"

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების 20 წლის ნახევარმცველმა - გავიმ, ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ ჭორებს უპასუხა.

ფრანგულ და ესპანურ მედიაში, ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად იწერებოდა, რომ პსჟ მზად იყო ნახევარდაცვა კიდევ უფრო გაეძლიერებინა და მათ გავის დამატება სურდათ - L'Équipe წერდა, რომ პარიზულმა გრანდმა პირველი ოფიციალური შეთავაზება უკვე გააგზავნა, თუმცა გავიმ ამ ყველაფერზე ისაუბრა.

"დავადასტურებ, რომ შემოთავაზება მაქვს მათგან (პსჟ) და ხალხს შეუძლია დაიჯეროს ეს ისტორიები, მაგრამ ეს არ მოხდება. მე მშვიდად ვარ იქ, სადაც ვარ.

ჩემი ოცნება და ამბიციაა, რომ მთელი კარიერა ბარსელონაში დავრჩე. ეს ჩემი ცხოვრების კლუბია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ აქ დავრჩე“ - გავი

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 42 მატჩი ჩაატარა, რა პერიოდშიც 3 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

მან მიმდინარე სეზონში, კატალონიურ გრანდთან ერთად ესპანური ტრებლი მოიგო.

სხვა სტატიები