ესპანეთის პრობლემები გრძელდება - მათ რეალის მცველიც გამოაკლდათ
საქართველოს ეროვნული ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება 6 ოქტომბრიდან დაიწყო. ჩვენი ნაკრები 11 ოქტომბერს ესპანეთს ესტუმრება, ხოლო 14-ში თურქეთში გაემგზავრება.
უკვე დადასტურდა, რომ ესპანეთის ნაკრებს რამდენიმე ლიდერი - ლამინე იამალი, როდრი, ნიკო უილიამსი და ფაბიან რუისი გამოაკლდათ.
რამდენიმე საათის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის რეალისა და ესპანეთის ნაკრების მცველმა - დინ ჰაუსენმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მას ესპანეთის ნაკრების შეკრების დატოვება მოუწია და მადრიდში დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დინ ჰიუსენი კუნთების დაღლილობას განიცდის და ესპანეთის ნაკრებში მომდევნო ორ თამაშში ვერ ითამაშებს.
🚨 Dean Huijsen suffers muscle fatigue and can’t be available to play for Spain in the next two games.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 8, 2025
Real Madrid staff will assess the centre back with injury seen as not long/serious one — could be a matter of 1/2 weeks waiting for tests. pic.twitter.com/W7CihXeJFf
შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს, 22:45 საათზე გაიმართება.