"გატუზო უფრო მოტივატორია, გვარდიოლა კი გენიოსი" - დონარუმა სიტიში საწყის თვეებზე საუბრობს
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ სიტიში პსჟ-დან 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაბარგებული ჯანლუიჯი დონარუმა ახალი მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას, მასთან მუშაობის და სიახლეების შესახებ საუბრობს.
"ინგლისში საწყისიდან დასკვნით წუთამდე დარბიან. იტალიაში ეს განსხვავებულადაა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ მათი სტილი უარესია.
მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერ სიტიში ახლახანს გადავედი, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს შინაურ კედლებში ვარ. მათ ძალიან სურდათ ჩემი გუნდში ხილვა და ახლა ისინი მეგობრად მთვლიან.
პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით თამაში იმაზე უკეთესია, ვიდრე ამას მოველოდი. ჯენარო გატუზო იტალიის ნაკრებში ყველა მომენტში ჩართულია და ფეხბურთელებს მუდამ მხარს უჭერს, ის ძალიან ადამიანურია. გვარდიოლა ფეხბურთის გენიოსია, მისგან სწავლის სურვილი გიჩნდება", - ამბობს ჯანლუიჯი დონარუმა.
იტალიელმა მეკარემ მანჩესტერ სიტის შემადგენლობაში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ჯანლუიჯი დონარუმა ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.