Belive

გატუზო: ,,არ მინდა, რომ ხუთშაბათამდე ფეხბურთელები დღეში 10 ვიდეოსესიით დავტვირთო''

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, განაცხადა, რომ მისმა ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩის წინ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ:

„სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. მაგალითისთვის, სან სიროზე ნორვეგიის წინააღმდეგ გამართულ მატჩს მოვიყვან. პირველი ნახევარი კარგად ჩავატარეთ, თუმცა რთული მომენტებისთანავე კონცენტრაცია დავკარგეთ. ეს თავიდან უნდა ავიცილოთ და ბოლო თვეებია სწორედ ამაზე ვმუშაობთ.

სიმშვიდეა საჭირო... არ მინდა, რომ ხუთშაბათამდე ფეხბურთელები დღეში 10 ვიდეოსესიით დავტვირთო. ზუსტად უნდა ვიცოდეთ თუ რა გვაქვს გასაკეთებელი.

ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მოგებული აქვთ თასები, ტიტულები, გასულან ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ევროპის ჩემპიონებიც გამხდარან.'' - ჯენარო გატუზო

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იტალიამ ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გადაინაცვლა.

ჯენარო გატუზოს გუნდი 26 მარტს ნახევარფინალში ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი უელსს ან ბოსნიას დაუპირისპირდება.

იტალიის ეროვნულ ნაკრებს მუნდიალზე 2014 წლის შემდეგ არ უასპარეზია.

სხვა სტატიები