Belive

გარეტ ბეილი ლუდის საკუთარ ბრენდს უშვებს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

უელსელი ფეხბურთელი, გარეტ ბეილი, ბოლო 64 წლის განმავლობაში მისი ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად გასვლის აღსანიშნად ლუდის საკუთარ ბრენდს უშვებს და პირობას დებს, რომ ფინანსურ მოგებას უელსური ფეხბურთის მხარდასაჭერად გამოიყენებს.

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ, ფეხბურთელმა Bale Ale-სა და Bale Lager-ის წარმოება დააანონსა. როგორც უელსელი სოციალურ ქსელში წერს, თითო ბოთლის ფასი 1.7 გირვანქა სტერლინგი იქნება.

,,უელსის მასშტაბით Bale Ale-სა და Bale Lager-ის გაყიდვის დაწყებას მოუთმენლად ველი. ამ იდეაზე ფიქრი რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ და ბრენდის ზრდა ნამდვილად საინტერესოა.

Glamorgan Brewing Company-სთან გაერთიანება, რომელიც ჩემი სახლიდან 10 წუთის სავალზე მდებარეობს, ყველაფერს უფრო განსაკუთრებულს ხდის და ძალიან ვამაყობთ იმით, რაც ერთად გავაკეთეთ. ამ პარტნიორობით მიზნად ვისახავთ, უელსის ტერიტორიაზე საფეხბურთო ობიექტების განვითარებას შევუწყოთ ხელი. ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში გულშემატკივრები მთელ ქვეყანაში შეძლებენ დატკბნენ ,,ბეილ ელითა'' და ბეილ ლაგერით,'' - განაცხადა ბეილმა.

ბეილის ლუდი უელსში Tesco-ს სუპერმარკეტებში გაიყიდება, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ხელმისაწვდომი იქნება თუ არა დიდი ბრიტანეთის სხვა ქვეყნებში.

უელსის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფში აშშ-სთან, ირანთან და ინგლისთან ერთად იასპარეზებს.

სხვა სტატიები