Belive

ბეილი: ,,გალაქტიკო? უბრალოდ, მინდოდა, რომ მეთამაშა და მერე გავმქრალიყავი''

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უელსის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გარეტ ბეილმა, ისაუბრა სირთულეებზე, რომლებსაც მადრიდის ,,რეალში'' გადასვლის შემდეგ წააწყდა:

,,ეს, ალბათ, ერთ-ერთი მიზეზია იმისა თუ რატომ მექცეოდა ესპანეთში მედია ასე ცუდად - ,,გალაქტიკოსად'' გაგიფორმეს, ელიან, რომ ყველგან იქნები, ყველაფერს გააკეთებ, მე კი პირიქით ვიყავი... უბრალოდ, მინდოდა, ჩემი ფეხბურთი მეთამაშა, მერე კი გავმქრალიყავი.

ესპანურად ლაპარაკი შემეძლო, მაგრამ არ მსურდა, რადგან მშვიდად ცხოვრება მერჩივნა. არ მინდოდა, ჩემ გარშემო აჟიოტაჟი ყოფილიყო. შესაძლოა, თავს სწორედ ამიტომ დამესხნენ. მათ, ალბათ, ჩემი უბრალოდ არ ესმოდათ.

,,რეალში'' წარმოუდგენელი მომენტები განვიცადე, მაგრამ იყო რთული პერიოდიც, როცა თავს მარტო ვგრძნობდი, ყველა ჩემს წინააღმდეგ იყო და ზეწოლასთან გამკლავება მიჭირდა,'' - თქვა ბეილმა.

გარეტ ბეილმა კარიერა 33 წლის ასაკში დაასრულა. მისი ბოლო გუნდი ,,ლოს ანჯელესი” იყო. მანამდე უელსელი ,,საუთჰემპტონში”, ,,ტოტენჰემსა” და ,,რეალში” თამაშობდა.

,,სამეფო გუნდის” შემადგენლობაში ბეილმა ჩემპიონთა ლიგის მოგება 5-ჯერ შეძლო.