Belive

ბეილი: "ზიდანი ვარჯიშებზე მინიმუმით კმაყოფილდებოდა"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

რეალ მადრიდში, გარეტ ბეილზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება კარლო ანჩელოტიმ მოახდინა, უელსელმა მასზე გადაცემა „Stick to Football“-ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა.

ბეილი აღიარებს, რომ ზიდანის მიმართ უდიდესი პატივისცემა აქვს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად კარლო ანჩელოტის გენიალურობამ მოხიბლა.

ზიდანს დიდ პატივს სცემდნენ იმის გამო, თუ ვინ იყო, როგორც მოთამაშე. კარლოს მართვის სტილი საუკეთესო იყო. მაშინაც კი, როცა არ ვთამაშობდით, ის ჩვენ საუკეთესო მეგობრებივით გვექცეოდა. მას ჰქონდა ნიჭი, რომ ყველას კარგ განწყობაზე აყენებდა და მათგან საუკეთესოს იღებდა.

მე ეს ადრეც მითქვამს: რეალ მადრიდში მთავარი მწვრთნელობა კი არა, მოთამაშეების მართვაა. რა თქმა უნდა, არსებობს ტაქტიკური ასპექტები, მაგრამ ისინი არ უნდა ნიშნავდეს ყველაფერს. ანჩელოტი საუკეთესო მეგობარივით იყო, მაგრამ მას განსაკუთრებული მხარე ჰქონდა: თუ კარგად არ ვვარჯიშობდით, ის დაუნდობელი იყო.

ზიდანი დიდად არ ამახვილებდა ყურადღებას ტაქტიკაზე; ჩვენ მინიმუმს ვაკეთებდით. ვარჯიში, ბურთის ფლობა, დარტყმები და სულ ესაა. თხუთმეტი წუთი თავდაცვით ტაქტიკას ვუთმობდით და მორჩა. მან პატივისცემა დაიმსახურა თავისი, როგორც მოთამაშის თვისებებით. - განაცხადა ბეილმა

სხვა სტატიები