Belive

გამოწვევა შესრულებულია - ჰოლანდმა გოლი დროგბას სტილში აღნიშნა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ოქროს ბურთის'' დაჯილდოების ცერემონიალზე, გერდ მიულერის სახელობის ჯილდოს მიღების შემდეგ, დიდიე დროგბამ ერლინგ ჰოლანდი გამოიწვია - აფრიკელმა ,,სიტის'' თავდამსხმელს მომდევნო გატანილი გოლის მის ან გარი ლინეკერის სტილში აღნიშვნა შესთავაზა.

,,იანგ ბოიზთან'' ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, ანგარიში სწორედ ნორვეგიელმა გახსნა და გოლი დროგბას სტილში აღნიშნა:

,,სიტიმ'' ,,იანგ ბოიზთან'' 3:0 მოიგო და მერვედფინალური ეტაპის საგზური გაიფორმა.

მიმდინარე სეზონში ერლიგ ჰოლანდის ანგარიშზე ,,ქალაქელთა'' მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში 15 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები