Belive

ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები დაასახელა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყოფილი იტალიელი მწვრთნელი, ფაბიო კაპელო ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარ ფავორიტად მადრიდის ,,რეალსა'' და ,,მანჩესტერ სიტის'' მიიჩნევს:

,,ლიგას ორი მთავარი ფავორიტი ჰყავს - მანჩესტერ სიტი და მადრიდის რეალი! სიტის დე ბრუინე დაუბრუნდა, ფეხბურთელი, რომელსაც გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლია.

ჰოლანდის გავლენა გოლების გატანით გამოიხატება, დე ბრუინეს კი შეუძლია, ყველაზე რთულ მომენტებშიც კი რაღაც მოიფიქროს და ჩიხიდან გამოსვლის გზა მონახოს, მაშინაც კი, თუ გოლს თავად ვერ იტანს...'' - ფაბიო კაპელო

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის ,,რეალი'' ,,ლაიფციგს'' ხვდება, ,,მანჩესტერ სიტის'' მეტოქე კი ,,კოპენჰაგენია''.

ჯგუფურ ეტაპზე ორივე ფავორტიმა 6-დან 6 მატჩის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები