Belive

პეპ გვარდიოლამ მანჩესტერის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიიღო

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მანჩესტერის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიიღო. მან ეს აღიარება 9 წლის განმავლობაში, ქალაქის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაიმსახურა, როგორც მოედანზე ასევე მის გარეთ.

მანჩესტერი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. აქ ცხრა წელი გავატარე და ჩემს სახლად იქცა. ხალხი, კულტურა, წარმოუდგენელი საფეხბურთო კლუბი, კოლეგები... ეს ყველაფერი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის განსაკუთრებულია.

როდესაც 2016 წელს აქ ჩამოვედი, არ ვიცოდი, რამდენ ხნით დავრჩებოდი, მაგრამ განსაკუთრებულად მიმიღეს და აქ გატარებული დრო მშვენიერი იყო. მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია მანჩესტერის უნივერსიტეტი ჩვენი ქალაქისთვის, მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამ შესანიშნავი მომენტისთვის, ასევე მადლობა მადლობა მანჩესტერ სიტის მხარდაჭერისთვის. - პეპ გვარდიოლა - მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი

სხვა სტატიები