'გამიკვირდა' - დე ბრუინეს ნაპოლის ვარჯიშებზე 10-ნომრიანი ფორმა ეცვა
კევინ დე ბრუინე ნაპოლის თავისუფალი აგენტის სტატუსით, გასულ თვეში შეუერთდა - მას შემდეგ, რაც ბოლო ათწლეული მანჩესტერ სიტიში გაატარა. მისასალმებელი ჟესტის სახით, კლუბმა დე ბრუინეს მარადონას ნომრიანი შორტები ჩააცვა და პირველი ვარჯიში ასე ჩაატარებინა. ბელგიელმა ფეხბურთელმა აღიარა, რომ გაკვირვებული დარჩა იმით, რომ კლუბმა მას საკულტო მოთამაშის საფირმო მაისურის ტარების უფლება მისცა, თუმცა ამ ჟესტს "დიდი პატივი“ უწოდა.
თავიდან ცოტა გაკვირვებული ვიყავი, რადგან ცხადია ვიცი, რომ ნომერი გაუქმებულია. მეორე მხრივ, ეს პატივია. რადგან ასეთი პასუხისმგებლობა დამაკისრეს.
არამგონია, რომ ეს კიდევ უფრო მეტ ზეწოლას მოახდენს. ვფიქრობ, ზეწოლა თავისთავად მოდის - თუ ისეთ დიდ გუნდებში თამაშობ, როგორიც ნაპოლია, ზეწოლა აუცილებლად იქნება.
არ მჯერა, რომ რიცხვი ან სხვა რამ ზეწოლას გაზრდის. - განაცხადა კევინ დე ბრუინემ
"It's an honour from the club to give me this responsibility"
— Sky Sports News (@SkySportsNews) July 19, 2025
Kevin De Bruyne on Napoli giving him Diego Maradona's retired number 10 in training 🤝 pic.twitter.com/bvv3biNar7
ნაპოლიმ ლეგენდარული 10-ნომრიანი მაისური, ოფიციალურად, 2000 წელს ამოიღო ხმარებიდან და უკვე 25 წელია ის აღარავის ჩაუცვამს. კლუბმა ეს მარადონას 1984-1991 წლებში ნეაპოლში გატარებული შესანიშნავი პერიოდის აღსანიშნავად გააკეთა, რომლის დროსაც არგენტინელმა გუნდს სერია A-ს ორი ტიტული და უეფას თასი მოუტანა.
კევინ დე ბრუინე ნაპოლიში 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.