Belive

გალტიე მესიზე: ,,გვეგონა, რომ ბენფიკასთან ითამაშებდა, მაგრამ მატჩებს შორის ინტერვალი მცირეა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ, ლისაბონის ,,ბენფიკასთან'' მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლეო მესის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა:

,,ლეომ ,,ბენფიკასთან'' შეხვედრის დროს კუნთზე დისკომფორტი იგრძნო. ყველას გვეგონა, რომ საპასუხო მატჩში ითამაშებდა, მაგრამ შეხვედრებს შორის ინტერვალი ძალიან მცირეა - მხოლოდ 6 დღე.

ახლა გაცილებით უკეთაა, თუმცა მატჩში მონაწილეობისგან თავის შეკავება არჩია. კვირის განმავლობაში დინამიკას დავაკვირდებით, დიდი ალბათობით, ,,მარსელთან'' დაპირისპირებაში დაგვეხმარება,'' - მესის სიტყვებს ,,პარი სენ ჟერმენის'' ვებგვერდი ციტირებს.


პარიზული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, არგენტინელს ფეხის კუნთზე კვლავ პრობლემები აქვს, რის გამოც დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. ლეომ ტრავმის გამო, ვერც საფრანგეთის ლიგა 1-ის გასულ ტურში, ,,რეიმსთან” შეხვედრაში ითამაშა.

მატჩი ,,პსჟ-სა” და ,,ბენფიკას” შორის ხვალ, 23:00 საათზეა, ჩანიშნული. 3 ტურის შემდეგ, გალტიეს გუნდს 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, 7 ქულა აქვს მეორეადგილოსან ,,ბენფიკასაც”.

სხვა სტატიები