Belive

გალტიე მბაპეს შესაძლო წასვლაზე: ,,კილიანმა ბენფიკასთან მატჩში ყველაფერს გასცა პასუხი''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარი მწვრთნელი, კრისტოფ გალტიე, გუნდიდან კილიან მბაპეს შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა:

,,ჩვენ გვაქვს გარკვეული გამოცდილება იმისა თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ მსგავს საკითხებს. უპირველეს ყოვლისა, მინდა, ერთი რამ ვთქვა: ბევრ კითხვას მისვამთ, მაგრამ ფეხბურთზე არასდროს საუბრობთ, ამას ერთ წამსაც კი არ უთმობთ. ეს ყველაფერი არასპორტული საკითხია.

ჩემი თითოეული ფეხბურთელი პროფესიონალია, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჭორებზე კომენტარს არ გავაკეთებ. მბაპემ ,,ბენფიკასთან'' მატჩში ყველაფერს გასცა პასუხი. ის შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და კარგად ითამაშა. ვამაყობ, რომ ,,პსჟ-ის'' მწვრთნელი ვარ და მინდა, რომ ფეხბურთზე მეტი ვისაუბრო. კილიანი თავს მშვენივრად გრძნობს,'' - განაცხადა გალტიემ.

მიმდინარე სეზონში მბაპეს ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 12 გოლია.

ბოლო პერიოდში ფრანგულ მედიაში არაერთხელ დაიწერა, რომ კილიანი ,,პსჟ-ში'' არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა და გუნდის დატოვება სურს.

სხვა სტატიები