Belive

ალ-ჰილალი მესის ხელფასის სახით კოლოსალურ თანხას სთავაზობს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ალ-ჰილალმა'' ,,პარი სენ ჟერმენის'' შემტევს, ლეო მესის, ოფიციალური წინადადებით მიმართა.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, არაბული გუნდი არგენტინელს ხელფასის სახით წელიწადში 400 მილიონ ევროს სთავაზობს. თუმცა, როგორც იტალიელი ინსაიდერი წერს, ლეოს პრიორიტეტი კარიერის ევროპაში გაგრძელებაა.

ამ ეტაპზე მესი ,,პსჟ-სთან'' კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. ბოლო დროს მისი კატალონიის ,,ბარსელონაში'' შესაძლო დაბრუნების შესახებ კი სულ უფრო და უფრო მეტი იწერება.

საუდის არაბეთის პრო ლიგის კიდევ ერთმა გუნდმა, ,,ალ ნასრმა'' იანვარში კრიშტიანუ რონალდუ გაიფორმა, რომლის ანაზღაურება წელიწადში 200 მილიონი ევროა.

მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში 18 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები