Belive

FourFourTwo-მ ევრო 2024-ის საუკეთესო მწვრთნელები დაასახელა

1 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბრიტანული ჟურნალის, FourFourTwo-ს ვერსიით, მომავალი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი, დიდიე დეშამია:

,,შესაძლოა, საფრანგეთი წინა ჩემპიონატს მერვედფინალიდან დაემშვიდობა, მაგრამ ეს ნაკრები დიდიე დეშამთან ერთად ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა ბოლო 4 დიდი ტურნირიდან, როცა დეშამის გუნდმა ფინალში ვერ გააღწია.

1998 წლის მსოფლიოსა და 2000 წლის ევროპის ჩემპიონების კაპიტანი - დიდიე დეშამი ამ თანამდებობაზე უკვე 12 წელიაა და ერთ-ერთია იმ სამი ადამიანიდან, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთელისა და მწვრთნელის ამპლუაში მოიგო. შეუძლია მას, გახდეს მეორე, ბერტი ფოგტის შემდეგ, ვინც იმავეს ევროპის ჩემპიონატზე გააკეთებს?'' - წერს გამოცემა
McCoist names combined France and England attack ahead of quarter-final  clash

საუკეთესოთა შორის მეორე ადგილს ლუჩიანო სპალეტი (იტალია) იკავებს, მესამეზე იულიან ნაგელსმანია (გერმანია), მეოთხეზე - გარეტ საუტგეიტი (ინგლისი), მეხუთეზე კი - ზლატკო დალიჩი (ხორვატია).

22 სპეციალისტს შორის მე-15 პოზიციაზეა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი:

,,ფეხბურთელობისას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი, ვილი სანიოლი საქართველოში უკვე ლეგენდად იქცა, რადგან მან ეს პატარა კავკასიური ქვეყანა დიდ ტურნირზე პირველად გაიყვანა. 2021 წელს დანიშნულმა მწვრთნელმა საქართველოსთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საგზური ლუქსემბურგისა და საბერძნეთის დამარცხებით მოიპოვა.''

Georgian national team coach Willy Sagnol - a former French footballer -  celebrates with tears of joy after Georgia secured a place among the  participants of EURO 2024, the first time ever

ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელები FourFourTwo-ს ვერსიით:

  1. დიდიე დეშამი - საფრანგეთი

  2. ლუჩიანო სპალეტი - იტალია

  3. იულიან ნაგელსმანი - გერმანია

  4. გარეტ საუტგეიტი - ინგლისი

  5. ზლატკო დალიჩი - ხორვატია

  6. რობერტო მარტინესი - პორტუგალია

  7. დომენიკო ტედესკო - ბელგია

  8. ლუის დე ლა ფუენტე - ესპანეთი

  9. კასპერ იულმანდი - დანია

  10. მარკო როსი - უნგრეთი

  11. სტივ კლარკი - შოტლანდია

  12. რონალდ კუმანი - ნიდერლანდები

  13. სილვინიო - ალბანეთი

  14. ვინჩენცო მონტელა - თურქეთი

  15. ვილი სანიოლი - საქართველო

  16. რალფ რანგნიკი - ავსტრია

  17. ფრანჩესკო კალცონა - სლოვაკეთი

  18. ედვარდ იორდანესკუ - რუმინეთი

  19. სერგეი რებროვი - უკრაინა

  20. მატიაჟ კეკი - სლოვენია

  21. მურატ იაკინი - შვეიცარია

  22. მიხალ პრობეჟი - პოლონეთი

სხვა სტატიები