Belive

"ფლორენტინო პერესს უილიამ სალიბას დამატება გადაწყვეტილი აქვს" - Marca

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"არსენალის" მცველით უილიამ სალიბას ტრანსფერით "რეალ მადრიდი" ინტერესდება, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა MARCA აქვეყნებს. წყაროს ცნობით "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობას, კერძოდ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს გადაწყვეტილი აქვს ფრანგი ფეხბურთელის დამატება.

24 წლის უილიამ სალიბა "არსენალის" რიგებში 2019 წლიდან ირიცხება, მას შემდეგ იჯარით "სენტ-ეტიენში", "ნიცაში" და "მარსელში" ასპარეზობდა, 2022 წლიდან კი ლონდონურ გუნდში სტაბილურად ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. მან "არსენალის" მაისური 129 შეხვედრაში მოირგო, გაიტანა 7 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა. სალიბას "მეთოფეებთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები