დემბელეს გამოკვლევები ჩაუტარდება - შესაძლოა საპასუხო მატჩი გამოტოვოს?!
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,არსენალი'' სტუმრად 1:0 დაამარცხა.
ერთადერთი გოლი მატჩის მე-4 წუთზე უსმან დემბელემ, ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე გადაცემით გაიტანა და ფრანგულმა გრანდმა ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ,,არსენალთან'' მოგებული მატჩის შემდეგ გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე, უსმან დემბელეს ტრავმის შესახებ ისაუბრა.
"ერთი შეხედვით დემბელეს ტრავმა სერიოზული არ ჩანს, თუმცა ფეხბურთელი ტკივილს განიცდის და ხვალ სამედიცინო კვლევები ჩაუტარდება.
მინიმუმ 1-2 დღე ვერ დაგვეხმარება, სანამ კვლევის შედეგები დადებითი არ იქნება. ჯერჯერობით არ ვიცით, შეძლებს თუ არა საპასუხო მატჩის თამაშს, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ის დაბრუნდება, რადგან გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია..." - ლუის ენრიკე, უსმან დემბელეს ტრავმის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელეს საოცარი სეზონი აქვს, მას მიმდინარე სეზონში "პსჟ"-ს მაისურით ჩატარებულ 45 მატჩში, 33 გოლი აქვს გატანილი და 12 საგოლე გადაცემა შესრულებული.
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი მომავალ ოთხშაბათს, 7 მაისს, პარიზში გაიმართება.