Belive

ფლიკი: ,,ორივე მატჩი მნიშვნელოვანია, ეს ატლეტიკოსთანაც ვნახეთ''

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, ნიუკასლთან მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

,,ნიუკასლი კარგად თამაშობს, მეტოქეს ერთი-ერთზე აპრესინგებენ და შეტევაში ძალიან სწრაფები არიან. დაცვაში გამართულად უნდა ვითამაშოთ და გაბედულები ვიყოთ. ორივე მატჩი მნიშვნელოვანია, ეს ატლეტიკოს წინააღმდეგაც ვნახეთ. გულწრფელად ვისაუბრეთ და ის შეხვედრა (0:4) გავაანალიზეთ. დაცვაზე ვიმუშავეთ, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ეს გადამწყვეტია.

პრემიერლიგა მსოფლიოში საუკეთესოა, მათ ბევრი ფული აქვთ და თამამი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ. ჩვენც მათსავით ძლიერები ვართ და ჩვენი ფილოსოფიით უნდა ვითამაშოთ.

ბევრი გაშვებული გოლი? მე ორი საოცარი გუნდი მყავდა - ბაიერნი და ბარსელონა. ყოველდღიურად ვტკბები, ჩვენც ბევრ გოლს ვიტანთ, დაცვა კი გუნდური სამუშაოა.'' - ჰანსი ფლიკი

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ნიუკასლი ბარსელონას უმასპინძლებს. მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები