Belive

ფლიკი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელიც გერმანიის ნაკრებმა ვადაზე ადრე გაათავისუფლა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჰანს დიტერ ფლიკი დაითხოვეს.

Bild-ის ინფორმაციით, ფლიკი გახდა პირველი სპეციალისტი, რომელიც ,,ბუნდესგუნდიდან'' ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. აქამდე ყველა მწვრთნელი დაკავებულ პოსტს საკუთარი სურვილით ან კონტრაქტის ამოწურვის გამო ტოვებდა.

ფლიკამდე გერმანიის ნაკრებში სულ 10 მწვრთნელს უმუშავია, მათ შორის - ოტო ნერცი, ზეპ ჰერბერგერი, ჰელმუტ შიონი, იუპ დერვალი, ფრანც ბეკენბაუერი, ბერტი ფოგტსი, ერიხ რიბეკი, რუდი ფიოლერი, იურგენ კლინსმანი და იოახიმ ლიოვი არიან.

ფლიკი ნაკრებს 2021 წლის ივლისიდან წვრთნიდა, მისი ხელმძღვანელობით გერმანიამ 25 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 12 მოიგო, 7 ფრედ დაასრულა, 6-ში კი დამარცხდა.

სხვა სტატიები