ფლიკი და ბარსელონა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ
ჰანსი ფლიკი და კატალონიური გრანდი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, ოფიციალური განცხადება კი მომავალ კვირას გავრცელდება. აღნიშნულ ინფორმაციას, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ფაბრიციო რომანო ბარსელონას ვიცე პრეზიდენტის, რაფა იუსტეს სიტყვებს ციტირებს, რომელიც აღნიშნავს, რომ კლუბმა კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ, შესაძლოა მომავალი კვირის განმავლობაში განაცხადოს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანელი სპეციალისტი ბლაუგრანას მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2027 წლის ივნისამდე დარჩება.
🚨✍🏻 Barcelona vice president Rafa Yuste: “We might announce Hansi Flick’s new deal next week”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 16, 2025
It’s all done and sealed until June 2027. pic.twitter.com/rBi0HChORC
შეგახსენებთ, რომ ჰანსი ფლიკის მეთაურობით ბარსელნამ მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ იასპარეზა და ყველა ესპანური ტიტულის მოგება შეძლო. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას - უპრესტიჟულეს ევროპულ საკლუბო ტურნირზე, ბლაუგრანა 1/2-ფინალურ დრამაში ინტერთან დამარცხდა.