Belive

ფინალამდე 3 დღით ადრე | ჰაკიმიმ და დემბელემ პსჟ-სთან ერთად ივარჯიშეს

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე სულ რაღაც 3 დღეა დარჩენილი და კარგი სიახლეები პსჟ-ს ბანაკში - უსმან დემბელე და აშრაფ ჰაკიმი პსჟ-სთან ერთად დღეს ერთობლივად პირველად ივარჯიშებს, რაც იმისკენ მიანიშნებს, რომ გუნდის ლიდერები ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის სრულ მზადყოფნაში იქნებიან.

დემბელეს კუნთების დაჭიმულობა/დაღლილობა აწუხებდა, ჰაკიმიმ კი ტრავმა ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ მატჩში მიიღო, სადაც პსჟ ბაიერნს მასპინძლობდა, მას შემდეგ მაროკოელ მცველს პსჟ-ს შემადგენლობაში აღარ უთამაშია.

ფრანგული მედიების ცნობით, უსმან დემბელე და აშრაფ ჰაკიმი მზად იქნებიან, რომ ფინალში პირველივე წუთებიდან დაიწყონ თამაში და გუნდს ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოაგებინონ.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება, რომელსაც 'პუშკაშ არენა' უმასპინძლებს.

სხვა სტატიები