Belive

FIFA პენალტის შესრულების ახალი წესის დანერგვას განიხილავს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია თამაშის წესებში კიდევ ერთი, თანაც მასშტაბური ცვლილების შეტანას აპირებს.

საქმე პენალტის შესრულების წესს ეხება, რომლის მიხედვითაც თამაშის დროს დანიშნული პენალტი, იმავე პრინციპით უნდა შესრულდეს, როგორითაც ეს 11-მეტრიანების სერიაში ხდება. კონკრეტულად, თუ მეკარე პენალტს მოიგერიებს, ამ შემთხვევაში თამაში შეჩერდება. შესაბამისად, შემტევი გუნდის ფეხბურთელებს ბურთზე თამაშის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. შეტევის გაგრძელების ნაცვლად, კარიდან დარტყმა დაინიშნება.

ამავე დროს, არ არის გარკვეული რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ბურთი ძელს ხვდება და თამაშში რჩება. ამ ასპექტზე FIFA-ში კვლავ მსჯელობენ.

სავარაუდოდ, ახალი წესის ამოქმედება 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ახალი სეზონის დაწყებისას იგეგმება.

საერთაშორისო საფეხბურთო ასოციაციების საბჭომ (IFAB), კლუბებთან და ფედერაციებთან კონსულტაციების შემდეგ უარყო მსგავსი წინადადებები. უახლოესი ინფორმაციების მიხედვით კი ფიფა ახალი წინადადების წარდგენას მალე აპირებს.

სხვა სტატიები