FIFA და პროფკავშირები ფეხბურთელების დასვენების პირობებზე შეთანხმდნენ
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ფიფა და საფეხბურთო პროფკავშირების წარმომადგენლები ფეხბურთელების დასვენების პირობებზე შეთანხმდნენ.
ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო ნიუ იორკში, კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ, საერთაშორისო პროფკავშირების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს მატჩებს შორის სავალდებულო მინიმუმ 72-საათიან შესვენებაზე და თითოეული სეზონის ბოლოს 21 დღემდე დასვენებაზე.
არსებობს კონსენსუსი, რომ მატჩებს შორის მინიმუმ 72-საათიანი დასვენება უნდა იყოს და ფეხბურთელებს სეზონის ბოლოს მინიმუმ 21-დღიანი დასვენება ან შვებულება უნდა ჰქონდეთ. ეს პერიოდი ინდივიდუალურად უნდა დარეგულირდეს თითოეული კლუბისა და თითოეული მოთამაშის მიერ, კალენდრისა და კოლექტიური ხელშეკრულებების მიხედვით. - წერია FIFA-ს განცხადებაში
ცუდი ისაა, რომ ორგანიზაციამ არ განმარტა, როგორ იმუშავებს ეს წესები პრაქტიკაში. ევროპული გუნდები, რომლებიც ხუთშაბათს გვიან ევროპა ლიგაზე თამაშობენ, ჩვეულებრივ, კვირას თამაშობენ შიდა ჩემპიონატის მატჩებს. 72-საათიანი შესვენების გათვალისწინებით, მათ შესაძლოა ორშაბათამდე მოუწიოთ ლოდინი. ამავდროულად, ბუნდესლიგა ორშაბათობით მატჩებს არ ატარებს.