ფერნანდინიომ საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა
ოფიციალურად, ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ სიტის ყოფილმა ფეხბურთელმა ფერნანდინიომ კარიერა დაასრულა. 40 წლის ნახევარმცველმა დღეს საქველმოქმედო მატჩში მიიღო მონაწილეობა და შეხვედრის დასრულების შემდეგ კარიერის დასრულების შესახებ ინფორმაცია Globo Esporte-თან გააჟღერა.
უკვე ძალიან დავიღალე. დღეს ოცდაათი წუთი ვირბინე და ჩემთვის ესეც ძალიან დამღლელი გამოდგა. ფეხბურთში აღარაფერია ისეთი, რაც მოტივაციას მაძლევს. ყველაფერს მივაღწიე რაც შემეძლო. ახლა დროა, ოჯახთან ერთად ცხოვრებით დავტკბე და მათთან ერთად დიდი დრო გავატარო. - ფერნანდინიო
ფერნანდინიომ კარიერა 2002 წელს ატლეტიკო პარანაენსეში დაიწყო, შემდეგ იასპარეზა დონეცკის შახტარში, მანჩესტერ სიტიში და ბოლოს კვლავ თავისი ბავშვობის კლუბში დაბრუნდა.
კარიერის განმავლობაში ბრაზილიელმა ეროვნულ ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკა მოიგო, მანჩესტერ სიტისთან ერთად 5-ჯერ გახდა პრემიერ ლიგის გამარჯვებული, 6-ჯერ ინგლისის ლიგის თასი მოიგო, თითო-თითოჯერ კი FA თასსა და ინგლისის სუპერ თასს დაეუფლა. შახტარში ასპარეზობის პერიოდში ერთხელ ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა, 6-ჯერ იზეიმა უკრაინის ჩემპიონობა, 4-ჯერ უკრაინის თასი მოიგო, ხოლო 3-ჯერ უკრაინის სუპერთასი.
Fernandinho, ídolo do Athletico e multicampeão pelo City, anuncia aposentadoria: "Não motiva mais"
— ge (@geglobo) November 20, 2025
Aos 40 anos, ele não atuava desde dezembro, quando entrou em campo na queda do Furacão ➡️ https://t.co/NUaHyeZGCK
📸: Getty Images pic.twitter.com/VlJAGtvtd5