Belive

ფერდინანდი: ,,დარწმუნებული ვარ, ნიუკასლს უხარია, რომ ევროპა ლიგაზე ვერ გავიდა''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, რიო ფერდინანდის აზრით, ,,ნიუკასლისთვის'' ევროთასებს მიღმა დარჩენა უკეთესია.

,,რა თქმა უნდა, ედი ჰაუ და ფეხბურთელები ამას არ აღიარებენ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, უხარიათ, რომ ევროპა ლიგაზე ვერ გავიდნენ.

ტრავმების გამო მათ საკადრო პრობლემები აქვთ. ძალიან რთულია სხვადასხვა ფრონტზე ბრძოლა, როცა გუნდში ამდენი ტრავმაა. ნიუკასლს სჭირდება, რომ ამ ფეხბურთელებმა ფორმა აღიდგინონ, რაც ბევრი თამაშის პირობებში ნაკლებად სავარაუდოა. - რიო ფერდინანდი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში ,,ნიუკასლი'' საკუთარ მოედანზე ,,მილანთან'' დამარცხდა. შედეგად, ედი ჰაუს გუნდმა ჯგუფში ბოლო, მე-4 ადგილი დაიკავა.

სხვა სტატიები