ფელიპე მელო: "ცალფეხა ნეიმარი, ამ ფორმაციის ბრაზილიის ნაკრებშიც საუკეთესო ფეხბურთელია"
12 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, 42 წლის - ფელიპე მელო, ნეიმარის ბრაზილიის ნაკრებში არ გამოძახებასა და მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა, მის შესაძლო დატოვებაზე ისაუბრა.
ვეტერანი ბრაზილიელი, სოციალურ ქსელში ყველა იმ ადამიანს 'დაემუქრა', ვინც ნეიმარზე ცუდად საუბრობს და იძახიან, რომ ის 2026 წლის მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრებში არ უნდა იყოს.
"ამ ხალხმა ფეხბურთის ცოდნა დაკარგა, თუ რატომ არის ამდენი განხილვა ნეიმარის ირგვლივ, უბრალოდ არ მესმის.
ვინც იტყვის, რომ ბრაზილიას ნეიმარი არ სჭირდება, მე მას გავანადგურებ. ნეიმარი, რომელსაც მხოლოდ ერთი ფეხი აქვს, ამ ფორმაციის ბრაზილიის ნაკრებშიც კი საუკეთესო მოთამაშეა.
თუ მუნდიალზე წარმატებაზე ფიქრი გვსურს, მაშინ განხილვას უნდა მოვრჩეთ, ნეიმარი უნდა იყოს თუ არა შემადგენლობაში..." - ფელიპე მელო
ბრაზილიის ნაკრებმა 27 მარტს საფრანგეთთან ითამაშა და 10-კაციან ფრანგებთან თამაში ძალიან გაუჭირდათ. ბრაზილიელ გულშემატკივრებში კარლო ანჩელოტისა და თითოეული ფეხბურთელის მიმართ არაერთი უკმაყოფილება გამოითქვა, სათამაშო სტილსა და ხარისხთან დაკავშირებით.
'სელესაო' 31 მარტს მეორე ამხანაგურ მატჩს ხორვატიასთან გამართავს.