Belive

"ფანებისთვის ეს გამარჯვება ყველაფერს ნიშნავს" - ფილ ფოდენი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში, მანჩესტერული დერბი გაიმართა, რომელიც "სიტის" გამარჯვებით 3:1 დასრულდა. "ეტიჰადზე" ანგარიში "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა გახსნეს და მე-80 წუთამდე, ტაბლოზე 0:1 ფიქსირდებოდა, თუმცა, ფილ ფოდენის დუბლისა და ჰოლანდის გოლით, "სიტიმ" მეტოქე 3:1 დაამარცხა.

საუკეთესო მოთამაშედ ფილ ფოდენი დასახელდა, რომელმაც 9.1 შეფასება დაიმსახურა და მატჩის დასრულების შემდეგ, საინტერესო კომენტარი გააკეთა.

ჩემი მიზანი ყოველთვის იყო და არის დიდ თამაშებში თავის გამოჩენა. სწორედ ესაა რაც მსურს და ვფიქრობ, წლევანდელ სეზონში ჩემს შესაძლებლობებს ასეთი პერფორმანსებით ვამტკიცებ. თავდაუზოგავად შრომას გავაგრძელებ. მესმის რას ნიშნავს ჩვენი ფანებისთვის მანჩესტერულ დერბიში გამარჯვება. ეს მათთვის ყველაფერია. - ფილ ფოდენი.

სხვა სტატიები