Belive

ევროტურნირების შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდში ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იმ შემთხვევაში თუ ,,დინამო ბათუმი'' ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს დაძლევს, მეორე რაუნდში საქართველოს მოქმედი ჩემპიონები ,,დინამო ზაგრებს''; ,,ლეხ პოზნანი'' - ,,ყარაბაღის'' წყვილში ან ,,ტობოლი'' - ,,ფერენცვაროშის'' წყვილში გამარჯვებულს შეხვდებიან. კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს სამი ქართული გუნდი: ,,დინამო თბილისის'' სავარაუდო მეტოქეები ,,პაიდესთან'' მოგების შემთხვევაში:
  • ქონიასპორი (თურქეთი), ზირა (აზერბაიჯანი), არარატ-არმენია (სომხეთი), ქიშვარდა (უნგრეთი), ვლაზნია (ალბანეთი).
გორის ,,დილას'' სავარაუდო მეტოქეები ,,კუპსის'' დამარცხების შემთხვევაში:
  • ვიკინგი (ნორვეგია), აიკი (შვედეთი), რაკოვი (პოლონეთი), ვალმიერა (ლატვია) ან პანევეჟისი (ლიეტუვა) - მილსამის (მოლდოვა) წყვილში გამარჯვებული.
,,საბურთალოს'' სავარაუდო მეტოქეები ალბანური ,,პარტიზანის'' დამარცხების შემთხვევაში:
  • ბუქარესტის სტიაუა (რუმინეთი), ჰაპოელ ბეერ შევა (ისრაელი), ცსკა სოფია (ბულგარეთი), ბაქოს ნეფთჩი (აზერბაიჯანი) ან ალაშკერტი (სომხეთი) - ჰამრუნის (მალტა) წყვილში მოგებული.

,,დინამო ბათუმი'' პირველ მატჩს 5-6 ივლისს სტუმრად გამართავს, საშინაო შეხვედრა კი 12-13 ივლისს გაიმართება. კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები 7 ივლისს, ხოლო საპასუხო მატჩები 14 ივლისს ჩატარდება.

სხვა სტატიები