Belive

ევერტონს 10-ქულიანი ჯარიმა 6 ქულამდე შეუმცირდა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ევერტონს" პრემიერ ლიგის 10-ქულიანი ჯარიმა, აპელაციის შემდეგ, 6 ქულამდე შეუმცირდა. კლუბი, დამოუკიდებელმა კომისიამ, 2021-2022 წლების სეზონთან დაკავშირებული სავარაუდო დარღვევების გამო დაასანქცირეს და 2023 წლის ნოემბერში 10 ქულა ჩამოაკლეს. ახლა ევერტონს 4 ქულა დაემატება და 25 ქულა დაუგროვდება, რაც მათ მე-17-დან მე-15 ადგილამდე დააწინაურებს.

სამართლიანი თამაშის ფინანსური რეგულაციების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ევერტონმა "სრულიად არაპროპორციული და უსამართლო" უწოდა. ეს ყველაზე დიდი სასჯელი იყო პრემიერ ლიგის არსებობის ისტორიაში.

დამოუკიდებელმა სააპელაციო საბჭომ დაასკვნა, რომ სანქცია ევერტონის მიერ პრემიერ ლიგის მომგებიანობისა და მდგრადობის წესების (PSRs) დარღვევისთვის, 2021/22 სეზონის დასრულებული პერიოდისთვის, იქნება დაუყოვნებელი ექვსი ქულის გამოკლება.

ევერტონმა გაასაჩივრა მის წინააღმდეგ დაწესებული სანქცია ცხრა საფუძვლით, რომელთაგან თითოეული ეხებოდა სანქციას და არა დარღვევის ფაქტს, რომელიც კლუბმა აღიარა - ნათქვამია პრემიერ ლიგის განცხადებაში

ზუსტად გასავარდნი ზონის თავზე მყოფი გუნდისთვის დამატებული 4 ქულაც შვებაა. ევერტონი მომდევნო შეხვედრას "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ჩაატარებს, შემდეგი ორი მატჩი კი ინგლისური ფეხბურთის გრანდებთან, სტუმრად "მანჩესტერ იუნაიტედთან" და სახლში "ლივერპულთან" ელოდება.

სხვა სტატიები