Belive

ესპანეთის 21-წლამდე ნაკრებმა 13:0 მოიგო

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებმა ნამდვილი შოუ დადგა - „სან მარინო სტადიუმზე“, მასპინძლები 13:0 გაანადგურა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

კარლოს ესპის ისტორიული ბენეფისი

მატჩი პირველივე წუთებიდანვე ცალმხრივი სცენარით მიმდინარეობდა. საღამოს მთავარი გმირი რეალ მადრიდის თავდამსხმელი, კარლოს ესპი გახდა, რომელმაც „ლა როხას“ ბრწყინვალე წარმოდგენაში ხუთი გოლი მიითვალა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ესპანეთისთვის ერთადერთი ლაქა, მსაჯის მიერ დამატებულ დროში, ხესუს როდრიგესის გაუგებარი გაძევება აღმოჩნდა. მან წითელი ბარათი მას შემდეგ მიიღო, რაც მეტოქეს უშუალოდ ასისტენტის თვალწინ დაარტყა. ესპანეთის ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე ადგილის მათემატიკურად განაღდებას მომავალ სამშაბათს, რუმინეთთან მატჩში შეეცდება.

სხვა სტატიები