,,ესპანეთი არ გამოცხადდა, არგენტინა ფინალისიმას ორგზის ჩემპიონია!'' - კონმებოლის პრეზიდენტი
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის (CONMEBOL) პრეზიდენტმა, ალეხანდრო დომინგესმა, განაცხადა, რომ ფინალისიმას სათამაშოდ არგენტინის ეროვნული ნაკრები მზად იყო, ესპანეთის კი - არა.
,,თუ ტექნიკურ გამარჯვებას ჩაგვითვლიან, არგენტინა ფინალისიმას ორგზის ჩემპიონი გახდება, ამის უნდა გვჯეროდეს!
როგორც მსოფლიო ჩემპიონების წარმომადგენელი, მე მათ ინტერესებს ისე დავიცავ, როგორც საჭიროა. ჩვენ ფინალისიმას ორგზის გამარჯვებულები ვართ, ესპანეთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდა.'' - ალეხანდრო დომინგესი
ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონებს შორის შეხვედრა, რომელიც 27 მარტს კატარში უნდა გამართულიყო, ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის გამო გაუქმდა. უეფა აცხადებს, რომ მათ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციას (AFA) რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს, მათ შორის მატჩის გამართვა მადრიდში. უეფას მტკიცებით, არგენტინამ ყველა ეს წინადადება უარყო.
ესპანური მხარე განმარტავს, რომ არგენტინამ, მოულოდნელად, თამაშის გადატანა 31 მარტისთვის მოითხოვა, რაც ესპანეთისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან მათ თვის ბოლოს ამხანაგური შეხვედრა ჰქონდათ ჩანიშნული.