Belive

ესპანელი მსაჯი: ,,არაუხომ ბარკოლას უბრალოდ ხელი დაადო, ჯარიმა არ ყოფილა''

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბარსელონასა'' და ,,პარი სენ ჟერმენის'' მატჩში რონალდ არაუხოს გაძევების ეპიზოდი ყოფილმა ესპანელმა მსაჯებმა, პაველ ფერნანდესმა და იტურალდე გონსალესმა შეაფასეს:

პაველ ფერნანდესი - ,,თუ მსაჯმა ჯარიმა დააფიქსირა, არაუხო უნდა გაეძევებინა, რადგან ეს ბოლო იმედის ჯარიმა იყო. საკითხავია - იყო დარღვევა? ურუგვაელმა ბარკოლას უბრალოდ მხარზე ხელი დაადო და ამან წააქცია? ჩემი აზრით, არა!''

იტურალდე გონსალესი - ,,ამ ეპიზოდში არაუხო მეტოქეს მხარზე ხელს ადებს ის კი ეცემა. ვფიქრობ, აქ ჯარიმა არ ყოფილა. თუ მსაჯმა დარღვევა დაინახა, მაშინ წითელი ბარათი ეჭვგარეშეა.'' -

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,ბარსელონა'' ,,პარი სენ ჟერმენთან'' 1:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. არაუხო მოედნიდან 29-ე წუთზე გააძევეს, როცა კატალონიელები 1:0-ს იგებდნენ.

პარიზული გუნდის მეტოქე ნახევარფინალში დორტმუნდი იქნება, რომელმაც დღეს ,,ატლეტიკოს'' მოუგო.

სხვა სტატიები