Belive

"ეს იყო ყველაზე ძვირადღირებული არ შემდგარი ტრანსფერი" - კლოპი მბაპეს ლივერპულში ტრანსფერზე

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იურგენ კლოპმა კილიან მბაპესთან ფარული მოლაპარაკება გაიხსენა, რომელიც ლივერპულს ძალიან ძვირი დაუჯდა. მისი თქმით, კილიან მბაპეს გადმობირებისთვის, მხარეები საათების განმავლობაში ცაში წრეზე დაფრინავდნენ, რათა პრესას ისინი არ შეემჩნია.

ეს იყო ყველაზე ძვირადღირებული არ შემდგარი ტრანსფერი, რომელშიც ინვესტიცია ჩავდეთ. ბლექპულიდან ნიცაში გადავფრინდით. ნიცაში მბაპეს მთელი ოჯახი ამოვიდა კერძო თვითმფრინავში, რომელსაც, მგონი, ხუთი ოთახი ჰქონდა.

ძალიან დიდი თვითმფრინავი იყო. მართლაც მასშტაბურად ვიმოქმედეთ. წრეზე დავფრინავდით, ოჯახს ვესაუბრებოდით და გემრიელი საჭმელს მივირთმევდით.

ეს ყველაფერი თვითმფრინავში ხდებოდა. ჩვენი დანახვა არავის შეეძლო. ასე რომ, წრეზე ვფრინავდით. ფანტასტიკური იყო“, — ამბობს კლოპი.

ვიფრინეთ, ვჭამეთ, დრო კარგად გავატარეთ და შემდეგ ის პარიზში წავიდა. - თქვა იურგენ კლოპმა

კილიან მბაპეს ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს, სადაც ძალიან კარგად გამოდის. ის ტურნირის ბომბარდირობას ლიონელ მესისთან ინაწილებს, რომელთაც 8-8 გოლი აქვთ. კილიანი საფრანგეთთან ერთად 1/2-ფინალში ითამაშებს, სადაც ესპანეთსა და ბელგიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სხვა სტატიები