"ეს ის მომენტია, როდესაც სიტყვებს ვერ ვპოულობ" - კლოპი
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დიოგუ ჟოტას ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ მსოფლიო შეძრა - ლივერპულისა და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავი, ძმასთან ერთად ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.
მთელი დღის განმავლობაში, მომხდარ ტრაგედიას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ერთ-ერთი ლივერპულის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპია, რომელსაც ჟოტასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებდა.
🗣️❤️ Jürgen Klopp pays tribute to Diogo Jota: “This is a moment where I struggle! There must be a bigger purpose! But I can't see it! I'm heartbroken to hear about the passing of Diogo and his brother André.
— Football Tweet ⚽ (@Footballtweet) July 3, 2025
“Diogo was a not only a fantastic player, but also a great friend, a… pic.twitter.com/2mTmgFHcs9
ეს ის მომენტია, როდესაც სიტყვებს ვერ ვპოულობ და მიჭირს! ალბათ უფრო დიდი მიზანი არსებობს! მაგრამ არ ვიცი, ვერ ვხვდები! უსაზღვროდ დამწუხრებული ვარ დიოგუსა და მისი ძმის, ანდრეს გარდაცვალების გამო.
დიოგუ არა მხოლოდ ფანტასტიკური მოთამაშე, არამედ შესანიშნავი მეგობარი, მოსიყვარულე და მზრუნველი ქმარი და მამა იყო! ძალიან მოგვენატრები!
ახლა ჩემი ლოცვები, ფიქრები და ძალა რუტეს, ბავშვებს, ოჯახს, მეგობრებსა და ყველას ეძღვნება, ვისაც დიოგუ და მისი ძმა უყვარდა! - იურგენ კლოპი.