ვენგერი: ,,კლოპს არ ვეთანხმები, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი საჭიროა''
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის არსენალის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს, იურგენ კლოპის კომენტარზე ჰკითხეს, რომელმაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი გააკრიტიკა:
,,კლოპის აზრს აბსოლუტურად არ ვეთანხმები. ვფიქრობ, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი საჭიროა. თუ აქ მონაწილე ყველა კლუბს დაუკავშირდებით, გეტყვიან, რომ ტურნირი კიდევ უნდა ჩატარდეს. ეს არის საუკეთესო პასუხი იმაზე თუ რას ფიქრობენ გუნდები მსოფლიოს ჩემპიონატზე.
მთავარი კითხვაა, მოსწონთ თუ არა ჩემპიონატი გულშემატკივრებს? მატჩებზე დასწრება იმაზე მაღალია, ვიდრე ველოდით, ესეც პასუხი...
ზოგიერთ შეხვედრაში პრობლემას სიცხე წარმოადგენდა, მაგრამ ამის მოგვარება გამაგრილებელი შესვენებებით ვცადეთ. ვფიქრობ, რომ ამ მხრივაც ბევრი რამ ვისწავლეთ. რა თქმა უნდა, მომავალ წელს (მსოფლიო ჩემპიონატზე) უფრო მეტი გადახურული სტადიონი იქნება.
ანალიტიკოსებს ვთხოვე, რომ თამაშზე სიცხის გავლენა გაეანალიზებინათ. აღმოჩნდა, რომ 35 გრადუსზე მეტი სიცხე სირბილზე, ანუ სპრინტზე მოქმედებს და არა დისტანციაზე. შესაბამისად, ფეხბურთელები ამისთვის მზად უნდა იყვნენ.'' - არსენ ვენგერი
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი კულმინაციას მიუახლოვდა. კვირას, 13 ივნისს, ტურნირის ფინალში ერთმანეთს პარი სენ ჟერმენი და ჩელსი შეხვდებიან. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.
Arsene Wenger has hit back at Jurgen Klopp's criticisms of the Fifa Club World Cup 🌎 pic.twitter.com/trrCn8Ipzk
— BBC Sport (@BBCSport) July 10, 2025