,,ეს იქნება ყველაზე დიდი თანხა, რაც კი რეალს ოდესმე ფეხბურთელში გადაუხდია'' - პერესი სუპერტრანსფერს აანონსებს
რეალის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, გადაცემა Horizonte-ს პირდაპირ ეთერში, სამეფო კლუბის მომავალი ტრანსფერის შესახებ ხმაურიანი განცხადება გააკეთა, რასაც მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
,,სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ გრანდს დიდი ფეხბურთელის თაობაზე სოლიდური წინადადებით მივმართავთ. ეს იქნება ყველაზე დიდი თანხა, რაც კი რეალს ოდესმე ტრანსფერში გადაუხდია - სულ მცირე, 150 მილიონი...
საუბარია კრიშტიანუ რონალდუს ან კაკას კალიბრის ფეხბურთელზე. ის ნამდვილი „გალაქტიკოა“... რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ნახევარდაცვის ან თავდასხმის ხაზის მოთამაშეს. ეს არ არის ჰოლანდი. პირველ რიგში, კლუბს დაველაპარაკებით. მისმინეთ, აი, რას გეტყვით: ის არ არის პრემიერლიგიდან. ჩვენ მათ წინადადებით მივმართავთ და ვნახოთ, რა მოხდება.'' - ფლორენტინო პერესი
პრეზიდენტმა პერესმა ისიც დაადასტურა, რომ კლუბმა უკვე ჟოზე მოურინიოს, იბრაჰიმა კონატესა და დენზელ დუმფრისის ტრანსფერები გაანაღდა.
არაერთი უცხოური გამოცემა, მათ შორის Goal.com, პერესის განცხადების ერთ-ერთ ადრესატად ხვიჩა კვარაცხელიასაც მოიაზრებს. აი, რას წერს ვებგვერდი:
აპირებს თუ არა რეალი პსჟ-ს ფეხბურთელის ყიდვას?
ჯუდ ბელინგემი ამჟამად რეალის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია. კლუბმა დორტმუნდის ბორუსიას 103 მილიონი ევრო გადაუხადა, რაც შედეგებზე დაფუძნებული ბონუსების გათვალისწინებით, შესაძლოა, 127 მილიონ ევრომდე გაიზარდოს. ამ თანხამ გადააჭარბა კლუბის წინა რეკორდებს, რომლებიც ედენ აზარის, გარეთ ბეილისა და რონალდუს ტრანსფერების დროს დამყარდა.
პოტენციური კანდიდატები, რომელთა გარშემოც ამჟამად მითქმა-მოთქმაა, არიან ჟოაუ ნევეში, ვიტინია, ხვიჩა კვარაცხელია და დეზირე დუე - თითოეული მათგანი ამ დროისთვის პარი სენ-ჟერმენში თამაშობს.
Florentino Pérez: "Voy a hacer una oferta de más de 150 millones por un jugador" #Horizonte pic.twitter.com/jx6Jw72v25
— Horizonte (@HorizonteCuatro) June 4, 2026