"ეს FIFA-ს მხრიდან დიდი შეცდომაა" - სოლბაკენი ბალოგუნის გაუქმებულ ბარათზე
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოსნიასთან მიღებული წითელი ბარათო ფოლარინ ბალოგუნს გაუუქმდა. როგორც იწერება, FIFA-მ ამის შესახებ თხოვნა პირდაპირ თეთრი სახლიდან მიიღო. ამ წითელი ბარათის გაუქმების შემდეგ, ბალოგუნი ბელგიასთან მეოთხედფინალურ მატჩს აღარ გამოტოვებს.
ამ ფაქტზე კომენტარი ნორვეგიის თავკაცმა გააკეთა და თქვა, რომ FIFA-მ დიდი შეცდომა დაუშვა.
FIFA-ს მხრიდან ეს ძალიან დიდი შეცდომაა. ეს კარგი გადაწყვეტილება არაა. მომენტს VAR-მა გადახედა და წითელი ბარათი მისცა. ეს ნიშნავს, რომ ერთი თამაში უნდა გამოტოვო. ყველაზე ცუდი ის არის, რომ აშშ-ს ყოველთვის ექნება ის დამატებითი რაღაც... რა მოხდება თუ კიდევ ერთი წითელი ბარათი იქნება? ამ ბარათის გაუქმება ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს დააზიანებს. - განაცხადა სოლბაკენმა
Solbakken about Fifa's decision to suspend Balogun's red card:🗣️"It a bad, bad, bad, bad decision that will hurt the World Cup"
— 🇳🇴 kimmoFC (@kimmoFC) July 6, 2026
Solbakken can see the corruption. He's not afraid to speak his mind and he's often spoken against Fifa 👏pic.twitter.com/VkQYmtvwfe https://t.co/aXWaJmBrUA
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები 1/4-ფინალში ბელგიას დაუპირისპიდება. ეს მატჩი ხვალ 04:00 საათზე გაიმართება.
რაც შეეხება ნორვეგიას, მათ ბრაზილია გამოთიშეს და ახლა ინგლისს შეხვდებიან. ეს მეოთხედფინალური მატჩი 12 ივნისს 01:00 საათზე არის ჩანიშნული.