Belive

ერთი ნაბიჯი ტრანსფერამდე - ასენსიომ პსჟ-სთან პირადი დეტალები შეათანხმა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრების 27 წლის შემტევმა - მარკო ასენსიომ, მადრიდული კლუბი 9-წლიანი კარიერის შემდეგ ოფიციალურად დატოვა და ახალი სეზონიდან მას ახალ კლუბში ვიხილავთ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გადავა მარკო ასენსიო, თუმცა ესპანურ და ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ესპანელი "პსჟ"-ს კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა და ტრანსფერი 99%-ით განხორციელებულია.

მალიორკელი გარემარბი ფრანგულ გრანდთან 4 ან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ამ ინფორმაციას სპორტული გამოცემა "AS" ადასტურებს.

მარკო ასენსიოთი ისეთი პრემიერ ლიგური გრანდები ინტერესდებიან, როგორებიც არიან: "ჩელსი"; "ლივერპული" და "ასტონ ვილა". ამ სამეულიდან ყველაზე ხშირად ბირმინგემულ კლუბზე იწერებოდა, თუმცა ასენსიოს აგენტმა ჭორები უარყო და აღნიშნა, რომ ესპანელ ფეხბურთელს პრემიერ ლიგაში თამაში არ სურს.

ასენსიოს დებიუტი მადრიდის "რეალში" 2014 წელს შედგა. მას შემდეგ მან "სამეფო კლუბში" 285 მატჩი ჩაატარა, 61 გოლი გაიტანა და 32 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები