დემბელე: 'ბურგერებისა და პიცის ჭამას არასდროს შევწყვეტ'
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო სამყაროს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზი, ოქროს ბურთი, უსმან დემბელეს გადაეცა. 28 წლის ფრანგმა ეს ჯილდო კარიერაში პირველად მოიგო. მისი მთავარი კონკურენტი ბარსელონას ვინგერი ლამინე იამალი იყო. დაჯილდოების შემდეგ დემბელემ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
მას შემდეგ, რაც ბარსელონაში გადავედი მხოლოდ წელიწადნახევრიანი პროფესიული გამოცდილებით, სპორტდარბაზში დიდად არ დავდიოდი.
ერთი, ორი, სამი, ოთხი ტრავმის შემდეგ ხვდები, რომ სხეულზე უნდა იზრუნო, რომ მაღალი დონის ფეხბურთი სერიოზული გამოწვევაა და საქმე მხოლოდ ნიჭში ან მოედანზე გასვლაში არ არის. ხვდები, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
მატჩების შემდეგ ბურგერებსა და პიცას ვჭამ — ეს არ შეწყდება. მე ძალიან ბევრ შოკოლადს არ ვჭამ, ასე რომ, არაუშავს. ფეხბურთელების უმეტესობას უყვარს თამაშის შემდეგ კარგად ჭამა და მეც მათ რიგში ვარ. - განაცხადა უსმან დემბელემ
დემბელემ 2025 წელს პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ლიგა 1, თასი, სუპერთასი, ევროპის სუპერთასი მოიგო და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალშიც ითამაშა. უსმანმა გასულ სეზონში პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 53 მატჩში 35 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა მიითვალა.
DEMBELE EL CHICO DE LAS PIZZAS ES BALÓN DE ORO
— Expe (@Expefutbol) September 22, 2025
pic.twitter.com/rdqLvVg3zq