Belive

"ერთ დღეს აუცილებლად ვითამაშებ პრემიერ ლიგაში" - ვიქტორ ოსიმენი

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი Sky Sports-თან ინტერვიუში ღიად ამბობს, რომ ერთ დღესაც აუცილებლად ითამაშებს პრემიერ ლიგაში. 2022/23 წლების იტალიის სერია ა-ს ჩემპიონობის შემდეგ ნიგერიელმა ფორვარდმა ახალ კონტრაქტს ახლახანს მოაწერა ხელი და ამ ხელშეკრულებით საუდის არაბეთში შესაძლო გადასვლაზე საუბრები გააუქმა.

ვიქტორ ოსიმენის ამჟამინდელი ღირებულება 110 მილიონ ევროს შეადგენს.

კითხვაზე ითამაშებს თუ არა ვიქტორ ოსიმენი პრემიერ ლიგაში

რა თქმა უნდა, ერთ დღეს, აუცილებლად ვითამაშებ პრემიერ ლიგაში. მაგრამ ჯერ ჯერობით კარიერაში სხვა გეგმები მაქვს, რომლებსაც მოუთმენლად ველი. ამის დრო როცა მოვა ყველა ყველაფერს გაიგებს. - ვიქტორ ოსიმენი

ახალ კონტრაქტს ხელი ახლანს მოაწერეთ, ეს ნიშნავს რომ ბედნიერი ხართ ნეაპოლურ გუნდში?

ბედნიერი ვარ გუნდის პრეზიდენტთან ასეთი კარგი ურთიერთობით. მას შემდეგ რაც კლუბთან ხელი მოვაწერე, 2020 წელს, ის სულ ჩემს გვერდით არის და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. - ვიქტორ ოსიმენი

შეგახსენებთ, ვიქტორ ოსიმენის მიმართ ინტერესი ცოტა ხნის წინ "ჩელსიმ" გამოთქვა და ლონდონურმა გუნდმა ნიგერიელი თავდამსხმელის შეძენა პრიორიტეტად აქცია, მაგრამ "ჩელსის" ფინანსური წესების დაცვა მოუწევს და ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობას სამომავლოდ განაახლებს.

სხვა სტატიები