ეროვნული ლიგა: V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
4 წლის წინ
ფეხბურთი
5 წთ
მეხუთე ტურის შედეგები
სატურნირო მდგომარეობა მეხუთე ტურის შემდეგ
სანაკრებო შესვენების წინ, ეროვნულ ლიგაში სატურნირო მდგომარეობა ძალზედ დაიძაბა, განსაკუთრებით ლიდერთა შორის. საწყისი ხუთტურეულის შემდეგ, ბათუმის "დინამოსა" და გორის "დილას" 11-11 ქულა აქვთ და პირველ პოზიციას ინაწილებენ, "დინამო თბილისსა" და თანაქალაქელ "ლოკომოტივს" კი თითო ქულითა და პოზიციით ნაკლების გაყოფა უწევთ.
სტატისტიკა
რაც შეეხება ფეხბურთელთა ინდივდუალურ სტატისტიკას, ბომბარდირთა დავაში 5 ტურის შემდეგ გატანილი 3 გოლით ზორან მარუშიჩი ლიდერობს. "დინამოს" სერბ ფორვარდს ფადი ზიდანი, ლაშა შერგელაშვილი, შოთა ნონიკაშვილი და თანაგუნდელი გიორგი გაბედავა 2-2 ბურთით მოყვებიან. ყველაზე მეტი - 2-2 საგოლე გადაცემაა მილან რადინის, ლუკა გაგნიძის, ჯაბა ჯიღაურის, მირზა ფარტენაძის, რევაზ ჩიტეიშვილისა და აკაკი შულაიას აქტივში, ყველაზე ხშირად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე კი ზუსტად, ბათუმის "დინამოს" გოლკიპერმა, ლაზარე კუაპატაძემ იზრუნა (4).
- მიხეილ აშვეთია
- ეროვნული ლიგ
- ცოტნე ნადარაია
- ფაბიან სპორკსლედე
- გივი იოსელიანი
- მილან რადინი
- ზორან მარუშიჩი
- თორნიკე კირკიტაძე
- წყალტუბოს სამგურალი
- ბენჟამინ ტეიდი
- ქობულეთის შუქურა
- დავით კობოური
- ქუთაისის ტორპედო
- მიხეილ სარდალიშვილი
- ოთო გოშაძე
- ბათუმის დინამო
- ქართული ფეხბურთი
- თელავი
- საბურთალო
- დინამო თბილისი
- თბილისის ლოკომოტივი
- სამტრედია
- გორის დილა