ენცო მარესკამ სიტის ფეხბურთელს გუნდიდან წასვლაზე მიანიშნა
მანჩესტერ სიტის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ენცო მარესკამ, ეგვიპტელ ფეხბურთელს, ომარ მარმუშს, გუნდის დატოვების უფლება მისცა. გავრცელებული ინფორმაციით, მარმუშის დამატებით, ტოტენჰემი და ნიუკასლი არიან დაინტერესებულნი. თავად 27 წლის ფეხბურთელი კი, რეგულაური სათამშო დროის მიღებას ცდილობს. მარმუში "ეტიჰადზე" გასული წლის იანვრიდან მოყოლებული თამაშობს, მაგრამ შეტევაში არსბეული უდიდესი კონკურენციის, განსაკუთრებით ერლინგ ჰალანდის გამო, რეგულარული სათამაშო დროის მიღება ძალიან უჭირს.
მარმუშმა, ეგვიპტის ნაკრების მაისურით, წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშა. თავად სიტი კი აცხადებს, რომ სეზონის დაწყებამდე გუნდიდან წასულ ნებისმიერ ფეხბურთელს, ახლით ჩაანაცვლებს. ამ განცხადებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, მანჩესტერელებს, მოთამაშეების დაკარგვა დიდ დარტყმათ არ მიაჩნიათ.
მიუხედავად სიტის ამ განცხადებისა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეგვიპტელი თავმდამსხმელი გუნდს აუცილებლად დატოვებს. თავად მარესკას მიაჩნია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, კლუბზე მეტად, თავად ფეხბურთელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
მარმუშის გარდა, სიტის კიდევ ორი ფეხბურთელის, ტიჯანი რეინდერსისა და რიკო ლუისის მომავალიც გაურკვევლია და ეგვიპტელის მსგავსად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, კლუბის დატოვების შესაძლებლობა, შეიძლება მათაც მიეცეთ.
Enzo Maresca hints Man City star can leave club as Spurs and Newcastle placed on red alert https://t.co/irrhbjOvZz pic.twitter.com/XRvIW2BvDE
— SPORTbible (@sportbible) August 9, 2026