ენტონი გორდონი: "თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ბარსელონა ყველაფერზე მაღლა დგას"
7 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბარსელონას ახალწვეული, ენტონი გორდონი კატალონიური გრანდის შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრაში ელჩესთან გამარჯვების მოპოვების (5:0) შემდეგ საუბრობს.
"შესანიშნავი თამაში გამოვიდა, ვფიქრობ, ეს იდეალური დასაწყისია. ხუთი გატანილი გოლი და არცერთი გაშვებული. ძალიან გახარებული ვარ. ვფიქრობ, შესანიშნავად ვითამაშეთ.
რაც მთავარია, მცველებმა დასკვნით წუთებშიც არაჩვეულებრივად ითამაშეს. საერთო ჯამში, ყველაფერი შესანიშნავია.
აქ ჩამოსვლიდან მოყოლებული თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მაშინ ინტერვიუში ვთქვი, რომ გუნდმა დიდი სიხარულით მიმიღო. მე უკვე ისე ვგრძნობ თავს, როგორც სახლში. გაოგნებული ვარ ქალაქით, ხალხი ძალიან მეგობრულია. ვფიქრობ, აქ პროგრესი მექნება. რა თქმა უნდა, მუდამ გამარჯვება მწყურია. გუნდი ყველაფერზე მაღლა დგას, განსაკუთრებით ამ კლუბში", - ამბობს ენტონი გორდონი.
25 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა სადებიუტო მატჩში 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა და ჰანსი ფლიკის გაწვრთნილ გუნდს ლა ლიგის გამარჯვებით დაწყებაში დაეხმარა.