Belive

ენდრიკი პრაქტიკულად ჩელსის ფეხბურთელი იყო, მაგრამ...

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი - ენდრიკი, 2024 წლის ივნისში მადრიდის "რეალს" შეუერთდება. სამეფო კლუბმა არ გაუშვა შესაძლებლობა და ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ტალანტი სოლიდურ ფასად შეიძინა.

ენდრიკი "რეალის" მაისურს მოირგებს და შესაძლოა მორიგი ეპოქალური ისტორიის მომსწრენი გავხდეთ, თუმცა ბრაზილიელ ვარსკვლავს "ჩელსიში" გადასვლამდე 1 ნაბიჯი აშორებდა. ჩაშლილი ტრანსფერის შესახებ ენდრიკის მამამ ისაუბრა და საინტერესო დეტალები გაამხილა.

"ჩელსისგან" მიწვევა მივიღეთ. პირადად მფლობელმა დაგვპატიჟა და კლუბისა და ქვეყნის მოსანახულებლად გავემგზავრეთ. "ჩელსისა" და "არსენალის" საფეხბურთო მატჩს დავესწარით და შესაძლებლობა მოგვეცა "არისტოკრატების" მთავარი მწვრთნელი, გუნდის ინფრასტრუქტურა, ჟორჟინიო, სეზარ ასპილიკუეტა და ტიაგო სილვა გვენახა.

მათ ყველაფერი აგვიხსნეს. გაგვაცნეს ადამიანი, რომელიც ლონდონში დასახლებაში დაგვეხმარებოდა. მან გვაჩვენა სახლი, რომელშიც ვიცხოვრებდით, ასევე სკოლა, რომელშიც ენდრიკი ივლიდა და ეკლესია, სადაც წირვას დავესწრებოდით. "ჩელსიმ" ყველაფერი ჩვენს საკეთილდღეოდ განსაზღვრა.

თუმცა, ყველაფერი უკანასკნელ მომენტში შემოტრიალდა. ვერ გეტყვით, რომ 100%-ით "ჩელსის" ფეხბურთელი ხდებოდა, რადგან კონტრაქტზე არ გვქონდა ხელი მოწერილი, მაგრამ ჩვენსა და კლუბს შორის შეთანხმება მიღწეული იყო. უკვე ვფიქრობდი, რომ ლონდონში ცხოვრება და ცივ ამინდთან შეგუება მომიწევდა. მაგრამ, ღამე, ჩემი შვილის წარმომადგენელმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ "ჩელსის" მფლობელმა წინადადება გააუქმა, რადგან ენდრიკის სანაცვლოდ კოლოსალურად მაღალი თანხის გადახდა არ სურდა - საუბარია 16 წლის ბავშვის სანაცვლოდ გადასახდელ 60 მილიონ ევროზე და ეს ბავშვი ლონდონში მხოლოდ 2 წლის შემდეგ ჩავიდოდა. შემდეგ, მადრიდის "რეალი" გამოჩნდა. -

სხვა სტატიები