Belive

დორტმუნდი სანჩოს მესამედ დაბრუნებას ეცდება

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დორტმუნდის ბორუსიას ჯეიდონ სანჩოს შეძენის კიდევ ერთი მცდელობა აქვს - ინგლისელი ვინგერის მომავალი, მანჩესტერ იუნაიტედში, გაურკვეველი რჩება.

Sky Sports-ის ცნობით, გერმანულმა კლუბმა სანჩოს შესახებ ინფორმაციის მიღება ითხოვა, რადგან მისი მდგომარეობა ჩელსიშიც (სადაც ახლა იჯარით თამაშობს) არაა ნათელი. სანჩო ერთხელ უკვე დაუბრუნდა დორტმუნდს, ის მანჩესტერ იუნაიტედიდან, გასული სეზონის ბოლოს, ექვსთვიანი იჯარით წავიდა გერმანიაში. ცნობილია, რომ ჩელსის მისი შეძენის სურვილი არ აქვს, რადგან ამის თავიდან ასარიდებლად ჯარიმაც კი გადაიხადა.

სანჩომ, გასულ სეზონში, დორტმუნდში კარგად ითამაშა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გუნდის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაში. იჯარის პერიოდის შემდეგ, კლუბმა იუნაიტედთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და სანჩო ჩელსის შეუერთდა. ვინგერს „სტემფორდ ბრიჯზე“ ცუდი წელი ჰქონდა, თუმცა კონფერენს ლიგის მოგებულ ფინალში გოლის გატანა მოახერხა.

სანჩო პირველად დორტმუნდში მანჩესტერ სიტიდან, მოზარდობის ასაკში, 2017 წელს გადავიდა. მან კლუბის მაისურით, ბუნდესლიგაში 104 მატჩი ჩაატარა და 38 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში იჯარის წესით, მან ბუნდესლიგის 14 თამაშში კიდევ ორი ​​გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები