Belive

ემპოლი იტალიის სერია B-ში დაქვეითდა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს ბოლო 38-ე ტურის შეხვედრაში საბა გოგლიჩიძის ემპოლი ვერონასთან 1:2 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელმა თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 82-ე წუთზე შეცვალეს.

ემპოლის ეს მარცხი სერია B-ში გავარდნად დაუჯდა, მათ ცხრილში 31 ქულა დააგროვეს და მე-18 ადგილი დაიკავეს, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ იტალიის უმაღლეს დივიზიონში დარჩენილიყვნენ.

საბა გოგლიჩიძემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები