Belive

ელიტ რაუნდის პირველ მატჩში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები პოლონეთთან დამარცხდა

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის პირველ შეხვედრაში პოლონეთთან 0:3 დამარცხდა.

მეტოქემ ანგარიში მე-17 წუთზე გახსნა, თავი მიხალ გურგულმა გამოიჩინა. მე-2 ტაიმის სტარტზე პოლონელებმა კიდევ ორი გოლის გატანა შეძლეს - მაქსიმილიან შნაუცერმა 50-ე წუთზე საკუთარი გუნდის უპირატესობა 2 ბურთამდე გაზარდა, 4 წუთში კი დანიელ მიკოლაიევსკიმ პენალტი ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრები მომავალ მატჩს შაბათს, 22 მარტს, სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც დღეს მონტენეგროსთან ფრედ, 1:1 ითამაშა,

ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა ელიტ რაუნდის საგზური შვედეთში გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოიპოვა, სადაც მასპინძელი შვედეთის დამარცხების და ესტონეთთან ნათამაშები ფრის შემდეგ, ჯგუფიდან გასვლა 4 ქულით შეძლო.

სხვა სტატიები