Belive

El Nacional: 'ბარსელონას რაშფორდის მანჩესტერში მიბრუნება უნდა'

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისელი შემტევი, მარკუს რაშფორდი, ბარსელონაში იჯარით გადასვლის შემდეგ, კარიერის განახლებას გეგმავდა, თუმცა მან თავისი თამაშით ვერ დაარწმუნა გულშემატკივრები და გუნდის ხელმძღვანელობა, რომ ეს გარიგება კატალონიელებს წაადგებათ.

ესპანური გამოცემის, El Nacional-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბარსელონა მარკუს რაშფორდის მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნებას განიხილავს და საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტა უნდა.

რაშფორდი კატალონიურ გიგანტს ივლისის ბოლოს შეუერთდა, რითაც ოლდ ტრაფორდზე ბოლო დროს არსებული სირთულეები დაასრულა - რუბენ ამორიმმა ის პირველი გუნდიდან გარიცხა.

ინგლისელმა ვინგერმა ლა ლიგის პირველი სამი თამაშიდან სამივე ითამაშა, თუმცა შედეგიანი მოქმედება ჯერ კიდევ არ აქვს. გამოცემა წერს, რომ კატალონიური გუნდის მმართველი საბჭოს წევრები შეშფოთებული არიან და ისინი ინგლისელისგან უკეთეს თამაშს ელოდნენ.

სხვა სტატიები