Belive

ეკუთვნის თუ არა მესის ოქროს ბურთი - რამოსის საინტერესო პასუხი

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინ "პსჟ"-ში სერხიო რამოსის დებიუტი შედგა. ტრავმის გამო ესპანელმა მცველმა მოედანზე გასვლა მხოლოდ ახლა მოახერხა. "სენტ-ეტიენთან" მოგებული (3:1) მატჩის შემდეგ, რამოსმა ჟურნალისტის კითხვას, უნდა გადაეცეს თუ არა მესის ოქროს ბურთის ჯილდო, საინტერესო პასუხი გასცა.
"ლეო ძალიან კარგ ფორმაშია, მესი უნიკალური ფეხბურთელია და გუნდში მისი ყოლა დიდი პრივილეგიაა. "დიახ, მინდა, რომ ოქროს ბურთი მან მიიღოს, ჩემს გუნდში ყველას დავიცავ. ლეოს წარმატებებს ვუსურვებ," - თქვა რამოსმა.  

სხვა სტატიები